Accessibility links

გიორგი მარგველაშვილმა გვირგვინით შეამკო 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი


1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილს უწოდა ერთდროულად გლოვის და ზეიმის დღე. „თავისუფლებაა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ღირს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. დღესვე გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები, რომლებსაც წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენები გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ორდენით გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა 25 წლის წინ თბილისში დაღუპული 21 ადამიანი.
XS
SM
MD
LG