Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი: ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება მაისში გაგრძელდება


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში ახალ ეტაპზე გადავა მოლაპარაკება, რომელიც იმართება ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის და მიზნად ისახავს თეირანის ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას. ეშტონი ამ განცხადებით გამოვიდა ოთხშაბათს, ვენაში, ორდღიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ ერთი მხრივ ირანი, მეორე მხრივ ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია, აშშ და ჩინეთი. ეშტონის თქმით, გრეძლვადიანი შეთანხმების ხელმოწერამდე „ინტენსიური მუშაობაა“ საჭირო საიმისოდ, რომ გადაილახოს განსხვავებები მხარეების პოზიციებს შორის. მხარეები ცდილობენ გრძელვადიანი ხელშეკრულებით ჩაანაცვლონ დროებითი შეთანხმება, რომელიც იანვარში ამოქმედდა. ახალმა ხელშეკრულებამ უნდა გაანეიტრალოს დასავლეთის შეშფოთება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ირანს სურს მოიხსნას მკაცრი საერთაშორისო სანქციები, რომლებიც მას ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო დაუწესდა.
XS
SM
MD
LG