Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბომბის აფეთქებას სირიის ქალაქ ჰომსში 25 კაცი ემსხვერპლა


სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სანას ცნობით, ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად ქალაქ ჰომსში 25 კაცი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. სააგენტოს თანახმად, აფეთქების სამიზნე იყო კარმ ელ ლოზის ხალხმრავალი დასახლება. ოფიციოზი აფეთქებაში ადანაშაულებს „ტერორისტებს“. ამ ტერმინით სირიის მთავრობა მოიხსენიებს პარტიზანულ დაჯგუფებებს, რომლებიც სამთავრობო ძალებს სამი წლის განმავლობაში ებრძვიან. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ადასტურებს მომხდარ აფეთქებას და მიუთითებს, რომ ინცინდენტი ალავიტებით დასახლებულ კვარტალში მოხდა.
XS
SM
MD
LG