Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს "რუსეთის ჯაშუში ქალის" დაკავების შესახებ


უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა „რუსეთის ჯაშუში ქალი“, რომელიც ასრულებდა რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას „ვითარების დესტაბილიზაციის“ მიზნით. მარია კოლედა დააკავეს 9 აპრილს უკრაინის სამხრეთში. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, კოლედამ აღიარა, რომ კრემლის მხარდამჭერი აქციის მსვლელობისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრა სამი პირი. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, კოლედასვე მოუყოლია, რომ მასა და მის თანამზრახველებს ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერებების „შეუზღუდავი ოდენობა“, რომელიც უნდა გამოეყენებინათ დონეცკში დაგეგმილ საბოტაჟის აქციაზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციისა და საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ვიდრე უკრაინაში ჩავიდოდა, კოლედამ რამდენჯერმე შეიცვალა პოლიტიკური შეხედულებები: იყო რადიკალური ორგანიზაციების - „სხვა რუსეთისა“ და „წითელი ახალგაზრდობის ავანგარდის“ წევრი, მოგვინებით კი შეუერთდა კრემლის მხარდამჭერ ჯგუფ „ახალგაზრდა რუსეთს“.
XS
SM
MD
LG