Accessibility links

უკრაინის მთავრობა არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ, თუკი აღმოსავლეთ უკრაინაში მოლაპარაკების გზით შეუძლებელი იქნება რეგიონული სახელისუფლებო შენობების სეპარატისტებისგან გათავისუფლება, უკრაინის მთავრობა გამოიყენებს ძალას. 9 აპრილს, მთავრობის სხდომის შემდეგ ავაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრობლემა ორ დღეში მოგვარდება და ამისთვის არსებობს ორი გზა - მოლაპარაკებები და ძალის გამოყენება. 6 აპრილს რუსეთის მხარდამჭერმა აქტივისტებმა დაიკავეს დონეცკის, ხარკოვისა და ლუგანსკის სამთავრობო შენობები. 8 აპრილს უკრაინის საგანგებო ძალებმა შეძლეს ხარკოვის სამთავრობო შენობის გათავისუფლება. დონეცკოს ადგილობრივი ხელისუფლების შენობაში შეჭრილებმა კი სუვერენული „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა გამოაცხადეს და შენობის ირგვლივ ბარიკადები ააგეს. უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, ლუგანსკის ოფისი მისმა 51-მა თანამშრომელმა დატოვა.
XS
SM
MD
LG