Accessibility links

ირანისთვის "მიუღებელია" აშშ-ის პოზიცია ჰამიდ აბუთალების მიმართ


ირანი აცხადებს, რომ მისთვის „მიუღებელია“ აშშ-ის პოზიცია გაეროში ირანის მომავალი ელჩის კანდიდატურის - ჰამიდ აბუთალების მიმართ. აშშ უარს აცხადებს ქვეყნის ტერიტორიაზე მის შეშვებაზე. ვაშინგტონი თვლის, რომ 1979 წელს ჰამიდ აბუთალები მონაწილეობდა თეირანში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმასა და აშშ-ის 52 მოქალაქის 444 დღით მძევლად აყვანაში. 8 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თეირანს განუცხადა, რომ გაეროში მუდმივ წარმომადგენლად აბუთალების დასახელება „უპერსპექტივოა“. ამ განცხადებამ ირანის ძლიერი პროტესტი გამოიწვია. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აბუთალები ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი დიპლომატია, ელჩობის გამოცდილებით - იტალიაში, ბელგიასა და ავსტრიაში. თავად ჰამიდ აბუთალები უარყოფს აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილეობას და აცხადებს, რომ ის მხოლოდ თარჯიმნობას უწევდა თავდასმხმელებს.
XS
SM
MD
LG