Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენის ცენტრში აფეთქება მოხდა


ხუთშაბათს დილით ათენის ცენტრში მდებარე „საბერძნეთის ბანკთან“ აფეთქება მოხდა. დაშავებული არავინ არის. აფეთქება მოხდა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე საბერძნეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად უნდა დაბრუნებულიყო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე. პოლიციამ გადაკეტა შემთხვევის ადგილზე მისასვლელი ყველა გზა. აფეთქება ათენის ცენტრში, კომერციულ უბანში მოხდა. შემთხვევამდე ანონიმური სატელეფონო ზარები შევიდა ადგილობრივი გაზეთისა და საინფორმაციო სააგენტოს რედაქციებში. უცნობმა პირმა სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია ავტომანქანაში 75 კგ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი ბომბის არსებობის შესახებ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. პოლიციას აქვს ეჭვი, რომ აფეთქების უკან საბერძნეთის რამდენიმე მემარცხენე ჯგუფი დგას.
XS
SM
MD
LG