Accessibility links

"გაზპრომმა" შეიძინა "ყირგიზგაზის" აქციების 100%


რუსეთის სახელმწიფო ენერგო-გიგანტმა „გაზპრომმა“ ყირგიზეთის ბუნებრივი აირის კომპანია „ყირგიზგაზი“ შეიძინა. ეს ამბავი ჟურნალისტებს „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა აცნობა 10 აპრილს, მას შემდეგ, რაც ბიშკეკში ყირგიზეთის მთავრობასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას. მილერმა შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ „გაზპრომმა“ „ყირგიზგაზის“ აქციების 100 პროცენტი შეიძინა. მილერმა განაცხადა, რომ „ყირგიზგაზის“ ახალი სახელწოდება იქნება „გაზპრომ-ყირგიზეთი“. ალექსეი მილერის თანახმად, ყირგიზეთის სახელმწიფო კომპანიის ყველა ვალი „გაზპრომის“ პასუხისმგებლობაში გადადის, ყირგიზეთში ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი შემცირდება და „ყირგიზგაზის“ ყველა პროექტი და პროგრამა, მათ შორის - სოციალური პროგრამები შესრულდება ყირგიზეთის მთავრობის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG