Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამი ქვეყანა მოითხოვს უკრაინაში უსაფრთხოების მისიის გაგზავნას


ბრიტანეთი, პოლონეთი და შვედეთი მოითხოვენ უკრაინაში ევროკავშირის ერთობლივი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიის გაგზავნას. ჩვენი რადიოს ინფორმაციით, სამი ქვეყანა ითხოვს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 14 აპრილს, ლუქსემბურგში შეხვედრისას მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ლონდონის, ვარშავის და სტოკჰოლმის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისია უნდა დაიწყოს ივნისში და მისი მონაწილეების ბირთვი რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს კიევში. მთავარ ამოცანად სახელდება უკრაინაში პოლიციის და სამართლებრივი სისტემის მხარდაჭერა. ევროკავშირის ასეთი მისიები უკვე მუშაობს საქართველოსა და კოსოვოში.
XS
SM
MD
LG