Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის პოლიციამ გაათავისუფლა დაკავებული დემონსტრანტები


ყირგიზეთის პოლიციამ გაათავისუფლა ოპოზიციონერი აქტივისტები, რომლებიც დღეს დააკავა ბიშკეკში გამართულ დემონსტრაციაზე. ეროვნული ოპოზიციური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ასობით ადამიანი იყო მისული. ჩვენი რადიოს ინფორმაციით, 200-მდე ადამიანი დააკავეს იმ მიზეზით, რომ ისინი დემონსტრაციისათვის გამოყოფილ ადგილს გასცდნენ. ოპოზიციამ აქციები გამართა ყირგიზეთის სხვა ქალაქებშიც. აქტივისტები მოითხოვენ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას, რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ „საბაჟო კავშირში“ ყირგიზეთის შესვლასთან დაკავშირებული შეთანხმებების გადასინჯვას და ოქროს მაღაროს ნაციონალიზაციას.
XS
SM
MD
LG