Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ამზადებს მორიგ სანქციებს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით


ევროკავშირი, სავარაუდოდ, კიდევ ოთხ პირს დაუმატებს უკრაინელების სიას, ვისაც ფინანსური სანქციები დაუწესა უკრაინის სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის. ევროკავშირის წარმომადგენელი ოფიციალური პირების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრები ასეთ ზომას მიმართავენ ლუქსემბურგში 14 აპრილისათვის დანიშნულ შეხვედრაზე. სანქცირებულთა სიაში უკვე შეყვანილი არიან უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი ვაჟიშვილები. ევროკავშირმა შესაძლოა ინდივიდები და ინსტიტუტები, მათ შორის ბანკები დაამატოს რუსულ სიასაც და მიიღოს გადაწყვეტილება მოსკოვისათვის იარაღის ემბარგოზე. ევროკავშირი განიხილავს ყირიმიდან იმპორტის აკრძალვის საკითხსაც.
XS
SM
MD
LG