Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმის უფლება ჩამოართა რუსეთის დელეგაციას


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE-მ) ხმის უფლება ჩამოართვა რუსეთის დელეგაციას. ეს ზომა ძალაში დარჩება 2014 წლის სესიების დასრულებამდე. ამასთან, საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, რუსეთს ეკრძალება PACE-ს ხელმძღვანელ ორგანოებსა და სადამკვირვებლო მისიების მუშაობაში მონაწილეობა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, თუ რუსეთი ყირიმის ანექსიას არ შეწყვეტს, PACE სანქციებს გაამკაცრებს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვას არ ესწრებოდა რუსეთის დელეგაცია. საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს დელეგაციის წევრმა, პარლამენტარმა თინა ხიდაშელმა გაიხსენა 2008 წლის აგვისტო, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში: „დაბომბა ჩვენი ქალაქები, ბულდოზერით გადაუარა ქართულ სოფლებს, მოაწყო ეთნიკური წმენდა. დღესაც იგივე გრძელდება ქვეყნის ბორდერიზაციით. ვიცი, თქვენი ნაწილი ახლა ფიქრობს, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა არ დაუტოვა არჩევანი. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ იმის მიუხედავად, რუსულ პროვოკაციებს უპასუხებ, თუ თავს შეიკავებ, დღეს უკვე ფაქტია, რომ მსგავს შედეგებს იღებ. რუსეთი მოდის, რუსეთი იპყრობს, მონიშნავს მორიგ შესრულებულ დავალებას და წინ მიიწევს“, განაცხადა ხიდაშელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე.
XS
SM
MD
LG