Accessibility links

logo-print

რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთს აქვს ენერგიის ექსპორტის ალტერნატიული გზები


რუსეთი აცხადებს, რომ ენერგიით დასავლეთის საიმედო მომმარაგებელია, მაგრამ ჰყავს პოტენციური პარტნიორებიც იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლეთის ქვეყნები ნავთობის და გაზის იმპორტის სხვა წყაროებს მიმართავენ უკრაინის კრიზისზე საპასუხოდ. ამ შინაარსის განცხადება დღეს ბერლინში გააკეთა რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა. მისივე თქმით, მოსკოვის მიმართ სანქციების დაწესება ვერ შეცვლის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კურსს, როგორც ეს დასავლეთს სურს. „რუსეთზე ნებისმიერი ზეწოლა, ან მისი დაშინება, ან სანქციების დაწესება გამოიწვევს სრულიად საწინააღმდეგო რეაქციას. შეუძლებელია, ჩვენთან საქმე ასე აკეთო“, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. შუვალოვი ფიქრობს, რომ რაც უფრო გამკაცრდება სანქციები, მით უფრო ერთსულოვანი გახდება საზოგადოება რუსეთში.
XS
SM
MD
LG