Accessibility links

უსუფაშვილი: ყველა ცდილობს დიალოგის საშუალება გაიზარდოს


"თანამედროვე მსოფლიოში, ზუსტად იმ ვითარებაში, რომელშიც მსოფლიოა, ყველა ცდილობს დიალოგის საშუალება გაიზარდოს“, - განაცხადა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის მოსალოდნელი შეხვედრის კომენტირებისას. დავით უსუფაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება და ტელეფონით დღეში რამდენჯერმე ესაუბრება არა იმიტომ, რომ ყველაფერზე თანხმდებიან, არამედ იმიტომ, რომ ლაპარაკი აუცილებელია. „უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყოველდღე მზად არის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდეს, იმ ქვეყნის მინისტრს, რომელმაც ტერიტორია წაართვა და შესაძლოა, კიდევ ათას სხვა უბედურებას უმზადებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო, რადგან საქართველოს ხელისუფლებას გააზრებული აქვს როდის, როგორ, რა თემაზე და რა ვითარებაში შეიძლება, ან არ შეიძლება ლაპარაკი. „ახლა როგორც ჩანს, ეს შეხვედრა საჭიროდ და შესაძლებლად ჩაითვალა. ეს არხი უნდა გამოვიყენოთ, დიალოგი უნდა შედგეს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
XS
SM
MD
LG