Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ დაამტკიცა სამშვიდობო მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში


გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა 12 000-კაციანი სამშვიდობო მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ხედავენ გენოციდის საფრთხეს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ძალადობის გამო. გაეროს უშიშროების საბჭომ 10 აპრილს ერთხმად დაუჭირა მხარი საფრანგეთის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას. ის ითვალისწინებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს 10 ათასი ჯარისკაცისა და 1800 პოლიციელის გაგზავნას. ისინი სექტემბერში ჩაენაცვლებიან აფრიკის კავშირის მისიას. დამატებით საფრანგეთის 2000-კაციან ჯარს მიეცა უფლება, „მიმართოს ყველა საჭირო ზომას“ გაეროს ახალი მისიის დასახმარებლად. გასული წლიდან მოყოლებული, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ათასობით ადამიანი შეიწირა ქრისტიანთა გასამხედროებულ ჯგუფებსა და მუსლიმ მეამბოხეებს შორის ბრძოლამ. გაეროს მონაცემებით, დახმარებას საჭიროებს მოსახლეობის მეოთხედი - 1,3 მილიონი ადამიანი.
XS
SM
MD
LG