Accessibility links

logo-print

ისრაელის და პალესტინელთა მოლაპარაკება შეიძლება დადგენილი ვადის შემდეგაც განახლდეს


პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი თანახმაა, ისრაელთან მოლაპარაკება განახლდეს ადრე დადგენილი ვადის გასვლის, 29 აპრილის შემდეგაც იმ პირობით, თუ მოლაპარაკება მოიტანს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწფოს შექმნას აღმოსავლეთ იერუსალიმში დედაქალაქით. ამის თაობაზე იტყობინებოდა გერმანიის „დე-პე-ა-ს“ სააგენტო, ლონდონში, არაბულ ენაზე გამომავალი გაზეთი აშარყ ალ-აუსატზე დაყრდნობით. აბასმა ასევე განაცხადა ოთხშაბათს, რომ ის თანახმაა, მოლაპარაკებები განახლდეს, თუ ისრაელი დათანხმდება გაათავისუფლოს პალესტინელი პატიმრების კიდევ ერთი ჯგუფი, როგორც ადრე შეთანხმდნენ და შეწყვიტონ პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობა.
XS
SM
MD
LG