Accessibility links

ობამამ და მერკელმა განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების შესაძლო დაწესების საკითხი


თეთრი სახლი აცხადებს, რომ 10 აპრილს, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების შესაძლო დაწესების საკითხი. თეთრი სახლის თანახმად, ობამამ და მერკელმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსკოვს სასაზღვრო რეგიონიდან ჯარის გაყვანისკენ. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხარდამჭერი სეპარატისტები, „აშკარად მოსკოვის დახმარებით“ ახდენენ უკრაინის დესტაბილიზაციას „პროვოკაციისა და საბოტაჟის დადგმული კამპანიით“. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ აშშ, ევროკავშირი და სხვა გლობალური პარტნიორები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან ვითარების შემდგომ გამწვავებას დამატებითი სანქციები დაუპირისპირონ. თეთრი სახლის თანახმად, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება გერმანიის კანცლერის ვაშნგტონში ვიზიტის დროსაც. ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება.
XS
SM
MD
LG