Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგო-შანტაჟს


აშშ მოსკოვს ადანაშაულებს ენერგორესურსებით უკრაინის შანტაჟში. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა შეჩერდეს, თუ კიევი არ დაფარავს 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის დავალიანებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ 10 აპრილს განაცხადა: „ვგმობთ რუსეთის მიერ ენერგეტიკის იძულების იარაღად გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ“. პსაკი აღნიშნავს, რომ ფასი, რომელსაც უკრაინა დღეს ბუნებრივ აირში იხდის - 485 აშშ დოლარს ათას კუბურ მეტრ გაზზე - „აშკარად არ არის საბაზრო და საკმაოდ აღემატება ფასს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები იხდიან ბუნებრივ აირში“.
XS
SM
MD
LG