Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთი ნატოს მოუწოდებს ძალების აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებისკენ


რუმინეთი მოუწოდებს ნატოს განალაგოს თავისი ძალები აღმოსავლეთ ევროპაში და დაიკაოს მტკიცე პოზიცია უკრაინის კრიზისის გავრცელების პრევენციისთვის. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიტუს კორლატეანმა 10 აპრილს ბუქარესტში განაცხადა, რომ აქვს „ნატოს საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალების აღმოსავლეთით განლაგების“ მკაფიო მოლოდინი. კორლატეანი აცხადებს, რომ რუმინეთი „ფრონტის ხაზზე იმყოფება“ და რომ „შავი ზღვა უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირისთვის“. რუმინეთი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ესაზღვრება უკრაინას. აშშ-ის წარმომადგენელმა რუმინეთში მედიას განუცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს „ღონისძიებათა ფართო სპექტრს“ მისი მოკავშირეების ნდობის განსამტკიცებლად.
XS
SM
MD
LG