Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენშტაბი უარყოფს ნატოს ინფორმაციას უკრაინის საზღვართან ძალების კონცენტრაციაზე


რუსეთი უარყოფს ნატოს ინფორმაციას უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის კონცენტრაციის შესახებ. სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, რომელმაც თავის დასახელება არ ისურვა, განუცხადა, რომ ხუთშაბათს ნატოს სარდლობის მიერ გამოქვეყნებული თანამგზავრული ფოტოები 2013 წლის აგვისტოშია გადაღებული - სამხედრო წვრთნის „საბრძოლო თანამეგობრობა-2013“-ის დროს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მონაცემებით, ფოტოები 22 მარტიდან 2 აპრილამდეა გადაღებული და მათზე ასახულია დაახლოებით 40 ათასი რუსი სამხედრო, აგრეთვე: ტანკები, ჯავშანმანქანები, არტილერია და თვითმფრინავები უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონის ასზე მეტ პუნქტში. ნატოს ინფორმაციით, ეს ძალები მზად არიან სწრაფად მოქმედებისთვის და წარმოადგენენ „რეალურ საფრთხეს“ უკრაინისთვის.
XS
SM
MD
LG