Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს სჯერა, რომ აღმოჩენილი სიგნალები თვითმფრინავის "შავი ყუთიდან" მოდიოდა


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი აბოტმა 11 აპრილს განაცხადა, რომ „მტკიცედ სჯერა“ „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ძებნისას აღმოჩენილი სიგნალები, „შავი ყუთიდან“ მოდიოდა. შანხაიში ყოფნისას აბოტმა აღნიშნა: „საძიებო არეალი ძალიან დავავიწროვეთ“-ო. ავსტრალია წამყვან როლს ასრულებს „ბოინგ 777“-ს ძებნაში მას შემდეგ, რაც სამძებრო ოპერაციამ ინდოეთის ოკეანეში გადაინაცვლა. „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი 8 მარტს გაუჩინარდა რადარებიდან. ის ასრულებდა რეისს კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ. თვითმფრინავში მყოფი 239 ადამიანიდან დაახლოებით ორი მესამედი ჩინეთის მოქალაქე იყო. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არ სურს სხვა დეტალებზე ლაპარაკი, ვიდრე ჩინეთის პრეზიდენტს არ გააცნობს გამოძიების შესახებ ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG