Accessibility links

კალიფორნიაში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა 9 ადამიანი


აშშ-ის კალიფორნიის შტატის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა 11 აპრილს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. შემთხვევა კალიფორნიის ჩრდილოეთში, ქალაქ ორლანდთან ახლოს მოხდა. საექსკურსიო ავტობუსს, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, ფოსტის სატვირთო მანქანა შეეჯახა. კალიფორნიის საგზაო პატრულის წარმომადგენლის ფრან კლეიდერის თქმით, ფოსტის სატვირთო მანქანის მძღოლმა კონტროლი დაკარგა, გადაკვეთა ტრასის გამყოფი ხაზი, შეეჯახა ჯერ სამგზავრო ავტომობილს და შემდეგ საექსკურსიო ავტობუსს, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და სხვა მგზავრები იმყოფებდნენ. ისინი ჰუმბოლდტის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიემგზავრებოდნენ ექსკურსიაზე.
XS
SM
MD
LG