Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის საერთაშორისო ფინანსური დახმარების მისაღებად


უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ოლექსანდრ შლაპაკმა განაცხადა, რომ კიევმა შეასრულა ყველა პირობა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (სსფ) ფინანსური დახმარების პაკეტის პირველი ნაწილის მისაღებად. 10 აპრილს ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრის მიმდინარეობისას, უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა: „აქ ვართ იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ საერთაშორისო დახმარების უფრო კონკრეტულ პირობებსა და ვადებზე“. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა, რომელიც აგრეთვე იმყოფება ვაშინგტონში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია რუსეთის ბუნებრივ აირზე უკრაინის ვალების გამო, თუმცა, მზად არის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშაოს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხზე. 27 მარტს სსფ უკრაინას 14-დან 18 მილიარდამდე დოლარის სესხს დაპირდა. ის გაიცემა უკრაინაში სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისთვის.
XS
SM
MD
LG