Accessibility links

logo-print

ლავროვის განცხადებით, ბოლო უნდა მოეღოს უკრანის მთავრობის ლეგიტიმაციის მცდელობას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ბოლო უნდა მოეღოს უკრაინის მთავრობის ლეგიტიმაციის მცდელობას, უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად. 11 აპრილს მოსკოვში გამოსვლისას, ლავროვმა ასევე აუცილებელი უწოდა უკრაინის „ნეიტრალიტეტის“ სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფას. ეს მოთხოვნა უკავშირდება მოსკოვის უარყოფით დამოკიდებულებას ნატოში უკრაინის გაწევრიანებისადმი. ლავროვმა იქვე გამოთქვა მოსკოვის მზადყოფნა, მომავალ კვირაში მონაწილეობა მიიღოს ოთხმხრივ მოლაპარაკებაში შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და უკრაინასთან ერთად. მოსკოვი მოითხოვს, რომ დღის წესრიგში იდგეს ენერგეტიკის საკითხებიც, მათ შორის რუსეთთან უკრაინის ვალი გაზით მომარაგების სფეროში.
XS
SM
MD
LG