Accessibility links

logo-print

რუსეთი არ აპირებს იანუკოვიჩის ექსტრადიციას


რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ექსტრადიციას უკრაინაში, სადაც მას გასამართლება მოელის. რუსეთის გენერალურმა პროკურორმა, იური ჩაიკამ 11 აპრილს ყირიმში, სიმფეროპოლში განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერ პრეზიდენტს არ გადასცემს კიევს, მის გასასამართლებლად. უკრაინის მთავრობა იანუკოვიჩის ექსტრადიციას მოითხოვს თებერვლიდან - მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან გაიქცა საპროტესტო აქციების ფონზე. მას წაყენებული აქვს ბრალდება, რომ გასცა ბრძანება კიევში დემონსტრანტებისათვის სროლის შესახებ, რასაც 100-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იანუკოვიჩი კვლავაც საკუთარ თავს მიიჩნევს უკრაინის კანონიერ პრეზიდენტად.
XS
SM
MD
LG