Accessibility links

logo-print

რა როლი შესარულა მანდარტურის სამსახურმა სასკოლო განათლების სისტემაში?


ავტორი: მუხრან გულიაშვილი

მიმდინარე თვეს 4 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ქართულ სასკოლო განათლების სისტემას სრულიად ახალი რგოლი მანდატურის სამსახური შეემეტა. სასკოლო განათლების სისტემა, ზოგადად, (არა მარტო ჩვენს ქვეყანაში) სიახლეების მიმართ არც თუ ისე მეგობრულია. სწორედ ამიტომ არის რომ ზოგადი განათლების ინდუსტრიულ მოდელს, რომელიც პრუსიის იმპერიაში შეიქმნა მე-19 საუკუნეში, დღემდე რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია, გარდა რამდენიმე გამონაკლისი ქვეყნისა. მანდატურის ინსტიტუტის სკოლაში შესვლას თავიდანევ მოჰყვა წინააღმდეგობები, რამაც გამოიწვია უმარავი ჭორი ამ სამახსურზე, მისი მოხსენიება ნეგატიურ კონტექსტში.

რეალურად რა როლი შეასრულა მანდარტურის სამსახურმა ქართულ სასკოლო განათლების სისტემაში?
მიუხადევათ ბევრი განსხვავებული აზრისა ამ საკითხის მიმართ ყველასთვის, ვისაც აქვს აქტიური შეხება სკოლასთან და ჰქონდა მანამდეც, სანამ ეს სამსახური შეიქმნებოდა ადვილად შესამჩნევია, რომ მანდატურის სამსახურმა უდიდესი როლი შეასრულა ახალი სასკოლო კულტურის დამკვიდრებაში, იმ სკოლებში, სადაც ეს სამსახური ფუნქციონირებს. თუ რა იგულისხმება ახალ სასკოლო კულტურაში და კონკრეტულად რა პრობლემები გადაჭრა ამ სამსახურმა თვალსაჩინო მაგლითებად შეიძლება დავასახელო სკოლის შენობაში და სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება, ცივი იარაღის ტარება სკოლაში, მოსწავლეთა დაგვიანებით შესვლა გაკვეთილზე, უცხო, საეჭვო პირების თვისუფალი გადაადგილება სკოლის შენობაში, თანხების გამოძალავა, გაკვეთილიდან გამოძევებული მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვება და ასე შემდეგ. თუ როგორ შეიცვალა ამ მხრივ სიტუაცია სკოლათან უშულოდ დაკავშირებულ ადამიანებს კარდაგ მოეხსენებათ. განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისიკა კი ასეთია: 95%-ით შემცირდა ძალადობა, 80%-ით - მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები, 75%-ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის შემთხვევები (ე.წ შატალო). 95%-ითაა შემცირებული ფულის გამოძალვის, 80%-ით მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები. პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები.

როგორ გააკეთა ეს ამ სამსახურმა ?

ეს ყველაფერი მანდატურის სამსახურმა მოახერხა არა, იმიტომ რომ მანდატურები არიან უფრო განათლებეულები, უფრო კეთისლისნდისერები, უფრო ჭკვიანები ვიდრე პედაგოგები, ან სკოლის ადმინისტრაცია, არამედ ეს არის სისტემა, რომერლიც უშუალოდ (ზემოთჩამოთვლილი) სკოლაში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკის შერყევაზეა ფოკუსირებული. ამ ინსტიტუტმა მოახდინა დამკვიდრებული მავნე კულტურის, თუ „სტატუს ქვოების“ აქტუალიზაცია, წინა პლანე წამოწია, დღის წესრიგში დააყენა მათზე რეაგირება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. აქ კრიტიკოსები აუცილებლად იტყვიან, რომ ეს ყველაფერი სკოლის ადმინისტრაციის საქმეა და სწორედ ისინი უნდა აგვარებდნენ მსგავს საკითხებს. მანდატურის არსებობის პირობებშიც, საბოლოო ჯამში, მართლაც სკოლის ადმინისტრაციის მოქმედებაზეა დამოკიდებული ცვლილებების მიღწევა, თუმცა პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა რამდენიმე მიზეზი რის გამოც დამკვიდრებულ ცუდ პრაქტიკაზე მყისიერი რეაგირება არ დგებოდა სკოლის იმ რგოლის დღის წესრიგში, ვისაც ეხებოდა. დავასახელებ რამდენიმე მიზეზს, მაგლითად, ზოგჯერ სკოლის მმართველთა ინტერესში არ შედიოდა გარკვეულ ფაქტზე რეაგირება და მისი გახმაურება, რადგან ამას შესაძლოა, მათი აღქმით, უშუალაოდ მათი პოზიციისთვის შეექმნათ საფრთხე. ზოგჯერ, მიზეზი იყო პიროვნული დამოკიდებულება, დირექტორი არ იღებდა შესაბამის ზომებს პიროვნული დამოკიდებულების გამო, ზოგჯერ არ იდგა მმართველის დღის წერიგში რეაგირება რეიმე სახის მავნე პრაქტიკაზე, რადგან არ მიაჩნდა მნიშველოვან პრობლემად. და ასე შემდეგ. ის, რომ ნებისმიერი სახის მავნე ტრადიციის აღმოფხვრისას რეაგირება მხოლოდ დასჯა იყო, რამაც მანდატურის სამსახურს დამსჯელის იმიჯი დაუმკვიდრა სკოლის მართვის სისტემის მოუქნელობაზე მეტყველებს. მაგლითად, თუ მოსწავლე თამბაქოს მოიხმარს სკოლაში ამის გამო დირექცია მოსწავლეს აძლევს საყვედურს. მაშინ, როცა ალტერნატივად შეიძლება გამოყენებული იყოს სემინარები მწეველი მოსწავლეებისთვის, თუ როგორ დავანებოთ თავი თამბაქოს, რაც ხდება ავსტრალიის სკოლებში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასკოლო კულტურის დამკვიდრება ამ სამსახურის თანამშრომლებს ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც კი დაუჯდათ, როგორც ზემოთ ვთქვი, მაინც არსებობდა ნეგატიური დამოკიდებულება, მინდა მცირე ანალიზი გავუკეთო ამ საკითხსაც

ნეგატიური დამოკიდებულებების რამდენიმე მიზეზები :


I პირადი განაწყენება- როგორც ზემოთ ვთქვი, მანდატურის სამსახურმა უამრავ მავნე ტრადიციას გამოუცხადა ბრძოლა, შერყია ზოგიერთი პიროვნების წონასწორობა, რამაც რა თქმა უნდა გამოიწვია იმ ხალხის განაწყენება, ვისაც შეეხო უშუალოდ.
II რეაულური სიტუაციის არცოდნა -- ხშირად ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ ადამიანები, ვისაც არანაირი რეალური ინფორმაცია არ ჰქონდა ამ სამსახურის ფუნქციების, მოვალეობების, თუ საქმიანობის შესახებ და საკუთარ აზრს აყრდნობდნენ ვინმეს მონაყოლზე, ან აზოგადებნენ ცალკეულ შემთხევებს.
III ინდივიდუალური გადაცდომები- უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი იყო ასევე უფლებამოსილების გადამეტება და არაკვალიფიციურობა მანდატურის ცალკეული თანამშრომლების, რაც უმალვე ხდებოდა მთლიანად სამსახურზე თავდასხმის საბაბი.
IV უნიფორმა--ხშირად კრიტიკის საგანი იყო, ის რომ მანდატურის უნიფორმა წააგავდა პოლიციელისას.
V გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ბავშვებს არ უნდა უყურებდნენ მუდმივად ამით მათ ფსიქოლოგიას ზიანი ადგება. ამის საპასუხოდ მოვიყვან ამერიკელი ფსიქოლოგის ტერესა ამბლეს გამონათქვამს, რომრლიც აღწერს სიტუაციას ზოგადად სკოლებში მანდატურის სამსახურზე მას ალბათ წარმოდგენაც არ აქვს “ სკოლაში ბავშვების ყველა ქმედება უფროსების მიერ მუდმივად დაკვირვების და შეფასების ქვეშ არის. სკოლა არის კარგი ადგილი იმის სასწავლად, რაც სხვებს უნდათ, რომ შენ გააკეთო და საშინელი ადგილი შემოქმედებითობაში სავარჯიშოდ“ -Teresa Amabile. ანუ სკოლა ისედაც ის ინსტიტუტია, სადაც მოსწავლეებს მუდმივად „უყურებენ“

კრიტიკისების მხრიდან ყველზე ხშირად გამოთქმული არგუმენტი იყო ის, რომ ეს სამსახური განათლების სისტემას ხდიდა ცენტრალიზებუს, სკოლებს ართმევდა ავტონომიას, რომ ის ყველა პრობლემა სკოლებს თვითონ უნდა მოეგვარებინათ. ამაზე ა მოდით ჩვენი ამოსავლი იყოს შედეგები და არა ცენტრალიზაცია ან დეცენტრალიზიცია. ზოგადად, მსოფლიოში წარმატებული სასკოლო სისტემის მაგალითები, როგორც დაცენტრალიზებულ ისე ცენტრალიზებულ პირობებში არსებობს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG