Accessibility links

logo-print

ლავროვი დასავლეთს ადანაშაულებს ანტირუსულ განწყობაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთი დაადანაშაულა ანტირუსული განწყობის გავრცელებაში და გააფრთხილა ის, რომ ასეთმა პოლიტიკამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ევროპის სტაბილურობას. რუსეთის მიერ მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ, დასავლეთი ადანაშაულებს რუსეთს ევროპის დესტაბილიზაციაში და შემოღებული აქვს სანქციები რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ. ლავროვმა დღეს მოსკოვში გამოსვლისას მოითხოვა ასევე, ბოლო მოეღოს უკრაინის ახალი მთავრობის ლეგიტიმაციის მცდელობას უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად. მანვე აუცილებელი უწოდა უკრაინის ნეიტრალიტეტის სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფას: „საკვანძო საკითხია რეალური და არა კოსმეტიკური კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფდა, გამონაკლისის გარეშე, ყველა უკრაინელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. რასაკვირველია, საჭიროა მტკიცე გარანტიები უკრაინის მიუმხრობელი სტატუსის შესანარჩუნებლად, რაც მისი კანონმდებლობაში აისახებოდა“. ნეიტრალიტეტის, ანუ მიუმხრობელი სტატუსის მოთხოვნა უკავშირდება მოსკოვის უარყოფით დამოკიდებულებას ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო პერსპექტივისადმი.
XS
SM
MD
LG