Accessibility links

logo-print

იაცენიუკი: უკრაინის რეგიონებს მეტი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა პარასკევს დონეცკში ვიზიტისას გამოთქვა მოსაზრება, რომ რეგიონებს მეტი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს. „მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ ცენტრალური მთავრობა მზად არის რეგიონებთან არამარტო დიალოგისათვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ყოველი მოსახლის კანონიერი მოთხოვნების და სურვილების შესასრულებლად და ჩვენ, საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, შევძლებთ ვუპასუხოთ დღეს არსებულ ყველა მოთხოვნას და მისწრაფებას, ყველა რეგიონის სპეციფიკის შესაბამისად“, განაცხადა იაცენიუკმა, რომელიც დონეცკში შეხვდა რეგიონის ლიდერებს. ის არ შეხვედრია დემონსტრანტებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ რეგიონის ადმინისტრაციის შენობა და გამოცხადებული აქვთ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“. იაცენიუკმა სეპარატისტებს მოუწოდა შენობის დატოვების და იარაღის დაყრისაკენ. აქტივისტები 6 აპრილს შეიჭრნენ მთავრობის შენობებში დონეცკში, ლუგანსკში და ხარკოვში. მას შემდეგ უკრაინის ცენტრალურმა მთავრობამ მხოლოდ ხარკოვში გაათავისუფლა რეგიონული ადმინისტრაციის შენობა.
XS
SM
MD
LG