Accessibility links

logo-print

დავით ნარმანია უახლოეს ხანში დატოვებს მინისტრის თანამდებობას


თბილისის მერის პოსტისთვის „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეული დავით ნარმანია უახლოეს ხანში დატოვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას. ამ სტატუსით ნარმანიამ 11 აპრილს, თბილისში გამართა ბოლო შემაჯამებელი პრესკონფერენცია. "ჩემი საჯარო ანგარიში ნიშნავს, რომ მოახლოვდა დრო, როცა უნდა დავტოვო მინისტრის თანამდებობა თუმცა, მანამდე არჩევნების თარიღი უნდა გამოქვეყნდეს და ოფიციალურად დასახელდეს ჩემი კანდიდატურა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი ვარაუდით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან უახლოეს დღეებში გადადგება. თბილისის მერის არჩევნებისას მეორე ტურის ალბათობის შესახებ დასმულ შეკითხვას დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ მეორე ტური დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა, სავარაუდოდ, საჭირო არ იქნება. რაც შეეხება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბოლო წელიწადნახევრის საქმიანობას, მინისტრის ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით შარშან შესრულდა 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
XS
SM
MD
LG