Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგიდიდან იწყებს საარჩევნო კამპანიას "ნაციონალური მოძრაობა"


ზუგიდიდან იწყებს ოფიციალურ საარჩევნო კამპანიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მისმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დევიზით "ერთად ავამუშაოთ გაჩერებული საქართველო!" პირველი შეკრება 12 აპრილს, ზუგდიდში გაიმართება. წიკლაურის შეფასებით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში "ქართული ოცნების" მიერ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ 10 აპრილს ორგანიზებულმა თავდასხმებმა ცხადი გახადა, რომ ხელისუფლებას ამომრჩველისთვის სათქმელი არაფერი აქვს პარტიული აქტივისტების მობილიზების და სასტვენებით, ცოცხებით და კვერცხებით მათი შეიარაღების გარდა. თავის მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ 10 აპრილსვე დაგმო რამდენიმე რაიონში მომხდარი ძალადობა და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას და პარტიის პრინციპებსა და ფასეულობებს.
XS
SM
MD
LG