Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს გაზის შესახებ კონტრაქტების პატივისცემისკენ


ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს გაზით მომარაგებაზე გაფორმებულ კონტრაქტებს. ეს მოწოდება მოჰყვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შესაძლოა, საფრთხე შეექმნას, თუ უკრაინა არ გაისტუმრებს გაზპრომის ვალს - 2,2 მილიარდ დოლარს. ევროკომისიის პრესმდივნის, პია არენკილდე ჰანსენის განცხადებით, რომელიც მან პარასკევს ბრიუსელში გააკეთა „ევროპა სანდო მომხმარებელია" და მოელის, რომ "მისი მომმარაგებელი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს". თავის მხრივ უკრაინამ გამოაცხადა, რომ ვერ დათანხმდება მოსკოვს გაზის ახალი, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასის გადახდაზე და იმედი აქვს, რომ ევროპისაგან იყიდის ბუნებრივ აირს.
XS
SM
MD
LG