Accessibility links

logo-print

პუტინი: რუსეთი დაიცავს გაზის შესახებ ევროპასთან კონტრაქტებს


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი დაიცავს ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შესახებ ნაკისრ ვალდებულებებს. პუტინმა 11 აპრილს მოსკოვში თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს უკრაინაში გაზის ექსპორტის შეწყვეტას, თუმცა შესაძლოა, წინასწარ მოსთხოვოს კიევს საფასურის გადახდა. პუტინმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ რუსეთს მოუწოდა გაზის ექსპორტზე გაფორმებული კონტრაქტების პატივისცემისაკენ. ვრცელდება აგრეთვე გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ვოლფგანგ შოიბლეს განცხადება, რომელიც მან 11 აპრილს ვაშინგტონში გააკეთა, რომ დასავლეთმა ერთად უნდა მოიფიქროს, როგორ დაეხმაროს კიევს რუსეთისთვის გაზის საფასურის გადახდაში.
XS
SM
MD
LG