Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის შენობა დაიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში


რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა კონტროლი დაამყარა პოლიციის შენობაზე აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლოვიანსკში. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ შეიარაღებულ პირებს, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ, სამხედრო ფორმები ეცვათ. ავაკოვი წერს, რომ რეაქცია "ძალიან მკაცრი" იქნება, რადგან "არსებობს განსხვავება დემონსტრანტებსა და ტერორისტებს შორის". სლოვანსკი დონეცკიდან 100-მდე კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG