Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მიმართავს ზომებს გაეროში მისი ელჩისთვის ვიზაზე უარის შემდეგ


ირანი აკრიტიკებს აშშ-ის გადაწყვეტილებას გაეროში ირანის ახალ ელჩად დასახელებული ჰამიდ აბუთალებისთვის ვიზაზე უარის შესახებ და აცხადებს, რომ ამ საკითხს გაეროში წამოჭრის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაქჩიმ 12 აპრილს უთხრა მედიას, რომ ირანი აპირებს საკითხის მოგვარებას გაეროს „სამართლებრივი მექანიზმებით“ და არ დაასახელებს გაეროში ელჩობის ალტერნატიულ კანდიდატს. ვაშინგტონი ჰამიდ აბუთალების ნომინაციას ეწინააღმდეგება 1979 წელს, თეირანში აშშ-ის საელჩოში შეჭრასთან და ამერიკელი მძევლების აყვანასთან მისი სავარაუდო კავშირის გამო. აბუთალები ირწმუნება, რომ მხოლოდ თარჯიმნის როლს ასრულებდა.
XS
SM
MD
LG