Accessibility links

logo-print

ფილიპინებზე შვიდი ადამიანი დაიღუპა სეპარატისტებთან შეტაკებისას


ფილიპინელი სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, ხუთი მეამბოხე და ორი ჯარისკაცი დაიღუპნენ და ორივე მხარეს 28 ადამიანი დაიჭრა სამხრეთში მდებარე ბასილანის კუნძულზე შეტაკებების შედეგად. 200-მდე ჯარისკაცი ისლამისტი სეპარატისტების ჯგუფ „აბუ საიაფის“ ლიდერის შესაპყრობად დაუპირისპირდა მეამბოხეებს ბასილანზე. „აბუ საიაფს“ ადანაშაულებენ ადამიანების მოტაცებაში, ფულის გამოძალვასა და ძარცვაში. ვარაუდობენ, რომ ამჟამად მის ხელშია ოთხი უცხოელი მძევალი, მათ შორის ორი ევროპელი.
XS
SM
MD
LG