Accessibility links

logo-print

ცნობების თანახმად, სენატორი ჯონ მაკკეინი მოლდავეთში ჩავა


გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 17 აპრილს მოლდავეთს ესტუმრება. ამ ინფორმაციას ჩვენი რადიოს მოლდავური სამსახური ავრცელებს მოლდავეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. რესპუბლიკელი სენატორი, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი წელს, 12 მარტს გამოვიდა ნატოში საქართველოსა და მოლდავეთის ინტეგრაციის დაჩქარებისაკენ მოწოდებით. უკრაინის საკითხში რუსეთის მოქმედების გამო შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მოახდინოს მოლდავეთის სეპარატისტული რესპუბლიკის, დნესტრისპირეთის ოკუპაცია. ამ რეგიონმა 1990 წელს გამოაცხადა მოლდავეთისაგან დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG