Accessibility links

logo-print

უკრაინა აპირებს, მკაცრი პასუხი გასცეს სლოვიანსკში პოლიციის შენობის დაკავებას


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, სპეცდანიშნულების შენაერთი გაიგზავნა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლოვიანსკში, სადაც შეიარაღებულმა პირებმა კონტროლი დაამყარეს პოლიციის შენობაზე. ავაკოვმა დღეს დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“, რომ რეაქცია „ძალიან მკაცრი“ იქნება, რადგან არსებობს განსხვავება დემონსტრანტებსა და ტერორისტებს შორის. დონეცკის რეგიონის პოლიციის პრესმდივნის, იგორ დიომინის დღევანდელი განცხადებით, კამუფლაჟში ჩაცმული 15-20 პირი იმყოფება სლოვიანსკის პოლიციის განყოფილებაში. შენობასთან ჩანდნენ შეიარაღებული პირები, რომლებსაც სახე შენიღბული აქვთ და რუსეთის მხარდაჭერის ნიშნად წმინდა გიორგის ბაფთები უკეთიათ. სლოვიანსკი დონეცკის ჩრდილოეთით 100-მდე კილომეტრში მდებარეობს. დონეცკიდან კი იუწყებიან, რომ რეგიონის პროკურატურის ცნობით, წუხელ ათობით ადამიანი შევიდა პროკურატურის შენობაში.
XS
SM
MD
LG