Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ტელეფონით ესაუბრა ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ტელეფონით ესაუბრა ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს. თავდაცვის სამინისტრო 12 აპრილს გავრცელებულ ცნობაში იუწყება, რომ მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. სენატორმა მაკკეინმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ნატო-ს სამიტზე საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების მიმართ. სენატორის განცხადებით, ის ძალისხმევას არ დაიშურებს ამ მიზნების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG