Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ბრალდებები მოუხსნეს ცხრა თვის ბავშვს


პაკისტანში მოსამართლემ ბრალდებები მოუხსნა ცხრა თვის ბიჭუნას, რომელსაც მისი ოჯახის წევრებთან ერთად ადანაშაულებდნენ „პოლიციელის მოკვლის მცდელობაში“. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც პოლიცია დათანხმდა გამოძიების შეწყვეტას. ცხრა თვის ბავშვი გასულ პარასკევს მიიყვანეს სასამართლოში აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ბავშვის საქმე ცხადჰყოფს პაკისტანში მართლმსაჯულების არასრულყოფილებას, როცა მცირეწლოვანი ბავშვებიც კი არ არიან დაზღვეული სამართალამცავი ორგანოების უკანონო ქმედებისაგან.
XS
SM
MD
LG