Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა წყვეტს რუსეთისთვის გაზის საფასურის გადახდას


უკრაინა აცხადებს, რომ წყვეტს რუსეთიდან გაზის იმპორტის საფასურის გადახდას, სანამ არ მოგვარებულა დავა რუსეთის მიერ გაზის გაძვირების გამო. უკრაინის ენერგოკომპანია „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეი კობოლევმა გაუმართლებელი და მიუღებელი უწოდა რუსეთში გასულ კვირაში მიღებულ გადაწყვეტილებას, თითქმის გაორმაგდეს ფასი, რომელსაც კომპანია "გაზპრომი" ბუნებრივი აირისთვის სთხოვს უკრაინას. კიევს, ფაქტიურად, აქამდეც ჰქონდა შეწყვეტილი გაზის საფასურის გასტუმრება: მას რუსეთისთვის არ გადაუხდია 500 მილიონ დოლარზე მეტი - თანხა, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა გადაეხადა. მოსკოვის ინფორმაციით, მასთან უკრაინის ვალი 2,2 მილიარდ დოლარს აღწევს.
XS
SM
MD
LG