Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინციდენტი მოხდა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე


შაბათს ინციდენტი მოხდა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო აქციის დაწყებამდე. რამდენიმე ადამიანი სიტყვიერად დაუპირისპირდა "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებსა და ლიდერებს, რის შემდეგაც, საინფორმაციო საშუალებების ცნობით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა წითელი სითხე შეასხა ოპონენტს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მალე მოაგვარეს ინციდენტი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 12 აპრილს ზუგდიდის აქციით დაიწყო ოფიციალური საარჩევნო კამპანია დევიზით "ერთად ავამუშაოთ გაჩერებული საქართველო!" საქართველოში წელს, ივნისში გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
XS
SM
MD
LG