Accessibility links

logo-print

უკრაინაში დაინიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სხდომა დაინიშნა მას შემდეგ, რაც რუსეთის მხარდამჭერი სეპარატისტების აქციები მოედო დონეცკის რეგიონს. არეულობა დაიწყო 12 აპრილს დილით, როცა შეიარაღებულმა პირებმა კონტროლი დაამყარეს პოლიციის შენობაზე ქალაქ სლოვიანსკში. მოგვიანებით აქტივისტები შეიჭრნენ კიდევ რამდენიმე შენობაში, მათ შორის მერიაში. სლოვიანსკი დონეცკის ჩრდილოეთით, 100-მდე კილომეტრში მდებარეობს. ცცნობების თანახმად, შეიარაღებულმა პირებმა ბლოკ-პოსტები აღმართეს ქალაქისაკენ მიმავალ გზებზე. სეპარატისტებმა კონტროლი დაამყარეს მთავრობის შენობებზე ქალაქ დონეცკსა და კრასნი ლიმანშიც.
XS
SM
MD
LG