Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან ვრცელდება ცნობები მომწამვლელი აირის გამოყენების შესახებ


სირიის სახელმწიფო მედია და ოპოზიციონერი აქტივისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ჰომსის პროვინციაში მომწამვლელი აირის გამოყენებაში. ჰომსი ცენტრალურ სირიაში მდებარეობს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ 12 აპრილს გაავრცელა ცნობა ორი ადამიანის დაღუპვის და 100-მდე ადამიანის დაშავების შესახებ მას შემდეგ, რაც, მისი ინფორმაციით, ჯგუფ „ალ-ნუსრას ფრონტის“ მეამბოხეებმა გამოიყენეს „მომწამვლელი ქლორინი“. მოგვიანებით „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ხელმძღვანელმა, რამი აბდელ რაჰმანმა თქვა, რომ მისი ორგანიზაციის ინფორმაციით, მთავრობის ჯარებმა გამოიყენეს მომწამვლელი ნივთიერება. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ინფორმაციას. სირია შარშან დათანხმდა თავისი ქიმიური არსენალის საერთაშორისო თანამეგობრობისათვის გადაცემას და მის განადგურებას მას შემდეგ, რაც მთავრობამ და ოპოზიციამ ერთმანეთი დაადანაშაულეს ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დამასკის მახლობლად ასობით ადამიანის დახოცვაში.
XS
SM
MD
LG