Accessibility links

logo-print

შაბათს ისევ მოხდა დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის


თბილისში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მოხდა დაპირისპირება თბილისის მერის, გიგი უგულავას მომხრებსა და ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრის" აქტივისტებს შორის. გიგი უგულავა ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა საგამოძიებო სამსახურში, „სითი პარკის“ საქმეზე მოწმის სახით დასაკითხად. მის მხარდამჭერებისა და "ახალგაზრდული ცენტრის" აქტივისტების დასაშორებლად პოლიციის კორდონი ჩადგა. ასევე შაბათს, უფრო ადრე ინციდენტი მოხდა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო აქციის დაწყებამდე. რამდენიმე ადამიანი სიტყვიერად დაუპირისპირდა "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებსა და ლიდერებს, რის შემდეგაც, საინფორმაციო საშუალებების ცნობით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა წითელი სითხე შეასხა ოპონენტს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მალე განმუხტეს ინციდენტი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 12 აპრილს ზუგდიდში ამ აქციით დაიწყო ოფიციალური საარჩევნო კამპანია. საქართველოში წელს, ივნისში გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
XS
SM
MD
LG