Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მინისტრი: სლოვიანსკში ორივე მხარეზე არიან მოკლულები და დაჭრილები


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის ინფორმაციით, ქალაქ სლოვიანსკში „ანტიტერორისტული“ ოპერაციის შედეგად ორივე მხარეზე არიან მოკლულები და დაჭრილები. ავაკოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს, რომ რუსეთის მომხრე აქტივისტებთან ურთიერთსროლისას დაიღუპა უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიცერი, დაიჭრა ხუთი ადამიანი. ავაკოვი წერს ასევე, რომ „დაუდგენელი რაოდენობის“ მსხვერპლია რუსეთის მომხრე აქტივისტების რიგებში. მისი თქმით, 1000-მდე ადამიანი უწევდა მხარდაჭერას სეპარატისტებს. სლოვიანსკი არის აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი ქალაქი, რომელშიც რუსეთის მომხრე შეიარაღებული აქტივისტები 12 აპრილს შეიჭრნენ პოლიციის შენობებში. უკრაინის მთავრობა რუსეთს „აგრესიაში“ ადანაშაულებს აღმოსავლეთის რეგიონებში არეულობის გავრცელების გამო. თავის მხრივ, რუსეთმა კიევი გააფრთხილა, ნუ გამოიყენებს ძალას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე აქტივისტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG