Accessibility links

logo-print

მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


მაკედონიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც, როგორც მოელიან, იმასაც აჩვენებს, თუ როგორია მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერა 27 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ. მაკედონიის პრეზიდენტი უმეტესწილად ცერემონიული ფუნქციებით არის აღჭურვილი. არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდება ოთხი კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი გჯორგე ივანოვი, რომელიც მმართველი კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელია. ის კენჭს იყრის მეორე ხუთწლიანი ვადით და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 27 აპრილს - საპარლამენტო არჩევნების დღეს.
XS
SM
MD
LG