Accessibility links

logo-print

ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა


ერაყში თავდასხმებმა კვირას, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა. ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას პოლიციის ბლოკ-პოსტთან ქალაქ ქირქუქის მახლობლად. როგორც იუწყებიან, დაიღუპა, სულ ცოტა ექვსი და დაიჭრა ათობით ადამიანი. ერაყში ძალადობამ იმატა: თითქმის ყოველ დღე ეწყობა თავდასხმები, უმეტესწილად, უშიშროების ძალების და შიიტი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, ერაყში ძალადობამ 2013 წელს შეიწირა 8868 ადამიანი, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსხვერპლის ყველაზი დიდი რაოდენობაა.
XS
SM
MD
LG