Accessibility links

logo-print

თბილისში იმართება მშვიდობიანი აქცია „არა კოლაბორაციონიზმს“


თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინსტრაციის შენობასთან იმართება მშვიდობიანი აქცია „არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!“ აქციის ორგანიზატორ საზოგადოება „ივერიის“ განცხადებით, შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ რამდენიმე მოთხოვნით, მათ შორის არის საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის კონტროლზე აყვანა და „აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის“ სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენების აკრძალვა. დღესვე თბილისში გაიმართება აქცია-კონცერტი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, რომლის მონაწილეებსაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, გამოხატონ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.
XS
SM
MD
LG