Accessibility links

ირანში სასამართლომ ძალაში დატოვა აშშ-ის მოქალაქისთვის მისჯილი პატიმრობა


ირანში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა შეერთებული შტატების მოქალაქის, ყოფილი საზღვაო ქვეითის, ამირ ჰეკმატისთვის მისჯილი 10-წლიანი პატიმრობა. ჰეკმატი, რომელსაც ირანის მოქალაქეობაც აქვს, 2011 წლის აგვისტოში დააკავეს, გაასამართლეს და ჯაშუშობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს. მისმა ოჯახმა და აშშ-ის მთავრობამ რამდენჯერმე უარყვეს ბრალდება, რომ ჰეკმატი ჯაშუშია. 2012 წელს ირანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჰეკმატისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი და მოითხოვა მისი ხელახლა გასამართლება. მსჯავრდებულის ადვოკატის ინფორმაციით, ამის შემდეგ ჰეკმატის ბრალად დადეს აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობა და მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ადვოკატი აცხადებს, რომ ირანის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს განაჩენი. ცნობას არ მოჰყოლია აშშ-ის ოფიციალური გამოხმაურება. აშშ-ის მთავრობამ ნოემბერში სთხოვა ირანს ჰეკმატის გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG