Accessibility links

logo-print

ნატოს ლიდერი „უკიდურესად შეშფოთებულია“ უკრაინაში დაძაბულობის გამწვავებით


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოხატავს „უკიდურეს შეშფოთებას“ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის გამწვავების გამო. 13 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რასმუსენი გმობს „რუსეთის მომხრე სეპარატისტების ძალადობის შეთანხმებულ კამპანიას, რომელიც მიმართულია უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დესტაბილიზაციისაკენ“. რასმუსენი პარალელს ავლებს ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან - რუსული იარაღით აღჭურვილი და სახელმწიფო სიმბოლოების გარეშე, სამხედრო ფორმებში გამოწყობილი პირები, მისი თქმით, ისევ გამოჩნდნენ რუსეთის მიერ ყირიმის „უკანონოდ დაპყრობის“ შემდეგ. რასმუსენი მოსკოვს მოუწოდებს ვითარების განმუხტვისაკენ და უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისაკენ.
XS
SM
MD
LG